თავში

მარიანა ჩოლოიანს გამოკვლევები უტარდება - ექსკლუზიური ფოტოები 

მარიანა ჩოლოიანს გამოკვლევები უტარდება - ექსკლუზიური ფოტოები 
მარიანა ჩოლოიანს გამოკვლევები უტარდება - ექსკლუზიური ფოტოები 

მარიანა ჩოლოიანს, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს გამოკვლევები უტარდება. მან საკანში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატიმრის კლინიკაში ტრანსპორტირების შესახებ. 

მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული. ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ჩადენამდე მოზარდი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალებულ მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system