თავში

ეზუგბაია: ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია - VIDEO

ეზუგბაია: ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია - VIDEO
ეზუგბაია: ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო დღეებში, კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია. 

,,2 დღის განმავლობაში 8 ახალი შემთხვევა იყო, აქედან ერთი ბოლნისი, ერთი მარნეული, დანარჩენი 6, ყველა შემოტანილი შემთხვევა იყო. ბოლო დღებში, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს დამამშვიდებელია ჩვენთვის. ახალი შემთხვევებიდან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით, პაციენტების სუბიექტური შეფასებით და ობიექტური მონაცემებით, ყველას მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 269.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system