თავში

მარინა ენდელაძე: 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მარინა ენდელაძე: 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მარინა ენდელაძე: 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

 კორონავირუსით ინფიცირებულთა 66% აჭარას უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 კი მართვით სუნთქვაზეა.

„დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულია კოვიდინფიცირების 5254 შემთხვევა. გამოვლინდა 294 ახალი შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, მატება აღარ გვქონია. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ 1906. შესაბამისად, 3348 პაციენტი გადის ამჟამად მკურნალობას კოვიდ ცენტრებში, ასევე სასტუმროებსა და მცირე რაოდენობით გახლავთ ბინაზე დატოვებული პაციენტები. 3348 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 20 პაციენტი, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. განაწილების მხრივ 66% აჭარაშია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system