თავში

მარინა ენდელაძე: რამდენიმე დღე პიკი გვექნება

მარინა ენდელაძე: რამდენიმე დღე პიკი გვექნება
მარინა ენდელაძე: რამდენიმე დღე პიკი გვექნება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკური მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება და თანდათან რაოდენობა შემცირდება. 

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური დატესტვის პირობებში ყველა ინფიცირებული ვლინდება, თანდათან კორონავირუსის შემთხვევები შემცირდება. 

"აქტიური დატესტვების შემდეგ თანდათან მოიკლებს რაოდენობა, რადგან ვლინდება ყველა ინფიცირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system