თავში

მარინა ეზუგბაია: 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 ბოლნისს უკავშირდება - VIDEO

მარინა ეზუგბაია: 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 ბოლნისს უკავშირდება - VIDEO
მარინა ეზუგბაია: 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 ბოლნისს უკავშირდება - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ ჰყავს.   

„გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა - 11. დღეს დილისთვის არის - 604 დადასტურებული შემთხვევა. 11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა - 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, კოვიდ-ცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 240 გამოჯანმრთელდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system