თავში

მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - VIDEO

მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - VIDEO
მარინა ეზუგბაია: ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო 7 პაციენტს ვირუსი საკარანტინო სივრცეებში ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 249 შემთხვევით აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. 

"გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 713 დადასტურებული შემთხვევა და დღეს მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად გვაქვს ინფიცირების 721 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-თ გაიზარდა, გვყავდა 475 გამოჯანმრთელებული და დღეს გვყავს - 485. 

ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში მკურნალობს 224 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა როადენობა კვლავ აჭარბებს სტაციონარებში მკურნალობაზე მყოფთა რაოდენობას 249 შემთხვევით. 

ახალი დადასტურებული 8 შემთხვევიდან, ერთის წყარო არის ბოლნისი. დანარჩენი 7 არის საკარანტინო ზონიდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებულიგამოჯანმრთელდა 485 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system