თავში

მარინა ეზუგბაია: ახალი კლასტერი არ არის

მარინა ეზუგბაია: ახალი კლასტერი არ არის
მარინა ეზუგბაია: ახალი კლასტერი არ არის

საქართველოში დადასტურებული ახალი კორონავირუსის შემთხვევებიდან ორი ბოლნისს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა 9 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. 

„ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system