თავში

მარინა ეზუგბაია: ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულია - VIDEO

მარინა ეზუგბაია: ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულია
მარინა ეზუგბაია: ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულია. შედარებით სტაბილურია 7 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც მძიმე პნევმონია აქვთ. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 57 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 54 პაციენტის შემთხვევას კორონავირუსი აქვს დადასტურებული, სამი კი, შესაძლო შემთხვევაა, რომელთა კვლევა დღეს დილით დასრულდება და გაირკვევა. 

„რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერ კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი 7 მძიმე პაციენტია, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ალბათ, ისინი მძიმე ფორმებიდან საშუალო სიმძიმის ფონზე გადავლენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 240 გამოჯანმრთელდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system