თავში

მარინა ეზუგბაია საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს - VIDEO

მარინა ეზუგბაია საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს
მარინა ეზუგბაია საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს - VIDEO

ხშირად მეკითხებიან როდის იქნება მეორე ტალღა, ჩვენ პირველიც არ დაგვისრულებია და თუ ასეთი მატებით გავაგრძელეთ, ვერც დავასრულებთ ისე შევუერთდებით მომატებული შემთხვევებით მეორე ტალღას, -  ეს განცხადება ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, მცდარია მოლოდინი, რომ ეს არ არის საშიში ინფექცია და მარტივად ჩაივლის. 

"მეორე ტალღას პირდაპირ შევუერთდებით ისე, რომ  არ გვექნება პირველი ეტაპიც დასრულებული. ეს რომ არ მოხდეს აუცილებელია სიტუაციის კონტროლი და შენარჩუნება. მედ პერსონალი ახერხებს საკუთარი საქმის არაჩვეულებრივად შესრულებას, მაგრამ ეს დამოკიდებულია ყოველ ჩვენგანზე. შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე დავუბრუნდით თავისუფალ ცხოვრების წესს. თავი უნდა ავარიდოთ თავყრილობების მოწყობას და მათზე დასწრებას. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს რომ ეს მარტივი არ არის, კოვიდი არსად არ მიდის და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ცხოვრება. უნდა დავიცვათ საკუთარი თავიც და ახლობლებიც. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ წესების დაცვას და ნუ ეგონება ვინმეს, რომ ეს არის ასეთი მარტივი და უსაფრთხო ინფექცია. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ქვეყანას მეორე ტალღამდეც ვერ მივალთ, შემთხვევები მოიმატებს და შევუერთდებით პირდაპირ მეორე ტალღას." - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system