თავში

,,ეს არის დარღვევა" - მარინა ეზუგბაია კერძო ლაბორატორიების შეთავაზებაზე - VIDEO

,,ეს არის დარღვევა" - მარინა ეზუგბაია კერძო ლაბორატორიების შეთავაზებაზე - VIDEO
,,ეს არის დარღვევა - მარინა ეზუგბაია კერძო ლაბორატორიების შეთავაზებაზე - VIDEO

,,ეს არის დარღვევა", - ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, კერძო ლაბორატორიების მიმართვას, რომლებიც მოსახლეობას, ბინაზე მისვლით, კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას სთავაზობენ.

"ეს არის "პი სი ერ" კვლევა, ამას სჭირდება ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე, რაც არც ერთ ლაბორატორიას, ლუგარის გარდა არ აქვს. მართალია, ჰეპატიტებზე და შიდსზე ანალიზებს კერძო ლაბორატორიებიც ატარებენ, თუმცა, კორონავირუსის ანალიზს სჭირდება უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალი დონე, რისი საშუალებაც მხოლოდ ლუგარის ლაბორიატორიაში გვაქვს. მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ კერძო კლინიკები კორონავირუსის ანალიზის შეთავაზებებს, მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ და ეს არის დარღვევა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კერძო ლაბორატორიები, მოსახლეობას ბინაზე მისვლით , კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას სთავაზობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system