თავში

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს - PHOTO

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს - PHOTO
მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს - PHOTO

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო ტირექტორმა მარინა ეზუგბაიამ და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს. 

პირველი კი, ვინც საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მან პირდაპირ ეთერში გაიკეთა. 

იმნაძის გარდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და ასევე, თამარ გიორგაძე — NCDC-ის თანამშრომელი, რომელიც აცრაზე პირველი დარეგისტრირდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გაიკეთებს ვაქცინას ექიმი პედიატრები ივანე ჩხაიძე და თემურ მიქელაძე.

ბათუმში ვაქცინას მიიღებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნანა ეფოძე და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე. ასევე, ექიმი ილია ნაკაშიძე.

ქუთაისში აიცრება კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსი თედო ფურცხვანიძე.

თელავში ვაქცინას მიიღებენ რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები ზეინაბ მგელიაშვილი და დარინა მაჭავარიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის (NCDC) ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ელექტრონულ სისტემაში ვიზიტი 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ჯანდაცვის 2 067 მუშაკს აქვს დაჯავშნილი.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system