თავში

" მარიტუნა ჩამეხუტა და უცებ მითხრა..." - ემოციური პოსტი

" მარიტუნა ჩამეხუტა და უცებ მითხრა..." - ემოციური პოსტი
 მარიტუნა ჩამეხუტა და უცებ მითხრა... - ემოციური პოსტი

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი გარდაცვლილი მეგობრის, ნიკა ქაცარიძის, შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით... შენი პატარები თამაშობდნენ... მარიტუნა ჩემსკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა.. - მე მამა აღარ მყავს.  ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი, ვერ მივხვდი რა მეპასუხა, მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა... თითქოს ჩემთან ამოწმებდა მართლა აღარ იყო მისი მამიკო?

ღმერთო, როგორ დავიბენი, გავშრი, მეგონა გული გამისკდებოდა... ძლივს ვუპასუხე: მარიტუნა შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძიები, შენი მამიკოს ბევრი მეგობრები... მარიტუნა, იცი ჩემ შვილებსაც აღარ ჰყავთ მამიკო... ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა... მერე ისევ მითხრა: - არა შენ ვერ მიხვდი, მე მამა აღარ მყავს.  ჩავეხუტე ისევ... ცოტახანში მაგრძნობინა, გამიშვიო... ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ.  ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა: ასეთი რამ პირველად თქვაო.

ღმერთოოო... როგორ გავუძლოთ ნიკუშ ამ ყველაფერს?!.." , - წერს მსახიობი.

ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system