თავში

"მარკეტამდე მდია... "- ვინ და რატომ აედევნა ირინა სარიშვილს

"მარკეტამდე მდია... "- ვინ და რატომ აედევნა ირინა სარიშვილს
მარკეტამდე მდია... - ვინ და რატომ აედევნა ირინა სარიშვილს

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარკეტში წასულს ცხოვრებით უკმაყოფილო უცნობი ადამიანი აედევნა, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. 

"ამ დილაუთენია ჩემი გამჭირვებია, გავედი მარკეტში ფლოსტებში და ჰუმანას რძით დასვრილ სარაფანში გაჩეჩილი და ამედევნა გზაში ვიღაც ცხოვრებით უკმაყოფილო მზეჭაბუკი, ცხოვრებაა ესო? წვიმს წყალი ჩამომდის, მეზობელი სულ ხმაურობს არ მაძინებს, ყველაფერი როგორ გაძვირდაო და აღარ ჩერდება. მეჩქარება დიდი ბოდიშითქო და საით მიდიხართო, ვაჩვენე ხელით მიმართულება და მეც მაქეთო. მდია ასე ენა არ გაუჩერებია, გულში ვფიქრობ ნეტა მე მისაფრდებიან ასეთები ყოველდღე თუ ყველა ჩემ დღეშიათქო, ამასობაში მივედი მარკეტში, ავიღე რაც მინდოდა, ვდგავარ მოლარესთან და ეს უკნიდან მეუბნება, აუღია ამასაც რაღაცა და 2 ლარი მაკლდება და ხო ვერ დამიმატებო  . მივეცი ეს 2 ლარი და ფეხების დათბილვა ხო არ გინდათქო უნდა მეკითხა და დროზე დავაჭირე ჩემ ორკაპა ენას კბილი თორე ისეთი მომზადებული ჩანდა ტაშტი და თბილი წყალიც იქვე ექნებოდა ახლოში და მომიშვერდა ფეხებს 

ამაზე რო მთავრდებოდეს ეს ამბავი კიდე რა უჭირს დამშვიდობებისას გაიხარეთ ქალბატონო ეკაო მითხრა... ნეტა ვინ ვეგონე?" - წერს სარიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system