თავში

მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნიან 

მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნიან 
მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნიან 

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის უმძიმეს მდგომარეობაში მარნეულიდან თბილისში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. თავდაპირველად ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ თუმცა როგორც დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა  პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, სტაბილურია მდგომაროება. მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც ყველამ კარგად იცით, 62 წლის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ გვყავს მოხსნის რეჟიმში და ალბათ საღამოსკენ თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოვხსნით. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, 80 წლის, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ, უკეთესობისკენ“ , - განაცხადა ტურძელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system