თავში

მარნეულიდან თბილისში ცოლ-ქმარი და ერთი ოჯახის ოთხი წევრი გადაიყვანეს

მარნეულიდან თბილისში ცოლ-ქმარი და ერთი ოჯახის ოთხი წევრი გადაიყვანეს
მარნეულიდან თბილისში ცოლ-ქმარი და ერთი ოჯახის ოთხი წევრი გადაიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი და მარნეულში მცხოვრები ოჯახის 4 წევრი მოათავსეს.

კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განცხადებით, კლინიკაში მოათავსეს ცოლ-ქმარი, რომელიც სხვა ცოლ-ქმრის კლასტერთან არის კავშირში.

"ამჟამად გვყავს 53 პაციენტი, აქედან 12 კორონავირუსით დაინფიცირებული. დაგვემატა ცოლ-ქმარი, რომელიც კავშირშია რამდენიმე დღის წინ შემოსული ცოლ-ქმრის კლასტერთან. ეს ორი საკმაოდ საყურადღებო, მძიმე პაციენტია და კიდევ ოთხი დაინფიცირებული გადმოვიდა მარნეულიდან, ერთი ოჯახის წევრები. ყველაზე დიდი ასაკი 55 წელია, დანარჩენი 25, 18, 16 წლის ახალგაზრდები არიან.

რაც შეეხება ცოლ-ქმრის მდგომარეობას, მათ აღენიშნებათ ტემპერატურა და ფილტვების ანთება, მაგრამ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძალიან მძიმე პაციენტები არ არიან. უფრო საყურადღებო გახდა 80 წლის ქალბატონი, რომელიც მანამდე ჩვენთან მკურნალობდა, მას მაღალი ტემპერატურა აქვს. ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება ყველას, ვინც კორინავირუსით წევს. ერთი დღე უკეთესად არიან, შემდეგ მდგომარეობა ისევ რთულდება. დინამიკა საკმაოდ დატვირთულია", - განმარტა ტურძელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system