თავში

მარნეულის მერიასთან ხმაურია

მარნეულის მერიასთან ხმაურია
მარნეულის მერიასთან ხმაურია

მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები ასევე აქტივისტ, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და მარნეულის მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას.

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისინი პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ.

„მიზეზი, რა თქმა უნდა, მითხრეს - ჩემი ძმის გამო ხდება. მეორე დღეს დირექტორმა გადათქვა, რომ თითქოს საწარმოს აღარ ვჭირდები. ეს არის სრული სისულელე. მერია იყო საფუძვლად, მაგრამ ახლა უარყო და იძახის, რომ მისი გადაწყვეტილებაა", - ამბობს სიმონ მუმლაძე.

ძმის გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა გიორგი მუმლაძისთვის. როგორც ის ამბობს, დევნა მისი ოჯახისთვის ახალი არ არის.

„ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველაფერი მიმართოს იმათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება მათ რეპრესიულ და რუსულ პოლიტიკას. ეს არის დევნის ახალი ტალღა - მათ გაამკაცრეს კანონმდებლობა. ჩემთვის უკვე მეორე შემთხვევაა ეს. ერთ ძმას გავრილოვის პროცესების დროს უშვებდნენ სამსახურიდან. ახლაც აქტიურია გავრილოვის ღამის ამნისტია და მეორე ძმას უშვებენ.

ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანთან შეხვედრა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს დირექტორი ზონდერია და სუს-ის წარმომადგენელი, დავალებებს ასრულებს, დევნის ადამიანებს", - ამბობს გიორგი მუმლაძე.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ რამდენიმე დღე პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

შსს-ს ცნობით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system