თავში

მარნეულში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარნეულში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
მარნეულში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარნეულში გრანდიოზული წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, სადღესასწაულო აქტივობები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გათვლილი იყო ყველა ასაკის მოქალაქეზე.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მასკოტები და ელფები ზრუნავდნენ ბავშვების გამხიარულებაზე. სანტა-კლაუსმა დაარიგა ტკბილეული და გადაიღო ფოტოები პატარებთან.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ მოსახლეობას სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ღონისძიებაზე საზეიმოდ, 2021 წელს სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის მარნეულელ ახალგაზრდებს ჯილდო გადაეცათ.

საახალწლო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივმა და მოწვეულმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, კოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system