თავში

"მარტივი წესები უნდა დავიცვათ" - ზაზა წერეთელი

"მარტივი წესები უნდა დავიცვათ" - ზაზა წერეთელი
მარტივი წესები უნდა დავიცვათ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და საზოგადოებას კორონავირუსთან საბრძოლველად, რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"ახალი კვირა იწყება, საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი და არც არაფერს აკეთებს მის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ვისაც გვანაღვლებს, მარტივი წესები უნდა დავიცვათ, რომ ჯანმრთელად შევხვდეთ ამ და მომავალ ახალ წლებს.

გაიკეთეთ აცრა.

გაიკეთეთ ბუსტერი.

ატარეთ ნიღაბი ყველა დახურულ სივრცეში.

გახსენით ფანჯრები და მაქსიმალურად ანიავეთ, როდესაც ადამიანები თქვენს სახლში არიან.

მოერიდეთ ბევრ ადამიანთან ერთად შეხვედრას, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.

და გააკეთეთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაიცვათ სხვები და შეიძლება უფრო მეტადაც ვიდრე საკუთარი თავი", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system