თავში

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. 

სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) ჩაატარებს. 

რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა გიორგი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, ის რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ ის იმპერატორს განუდგა. მას შემდეგ, რაც რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, აწ უკვე ყოფილი მხედართმთავარი სარწმუნოებისთვის ეწამა. 

ქრისტიანული სამყარო წმინდა გიორგის აღიარებს, როგორც ძლევამოსილ და უძლეველ ზეციურ მხედარს.

23 ნოემბერი საქართველოში ოფიციალურად დასვენების დღეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system