თავში

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, აღავლენს. 

შესრულდა წყალკურთხევაც, დიდი აიაზმის წესით. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს წირვის დასრულების შემდეგ დაურიგდებათ.

ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.

სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system