თავში

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

სახარების თანახმად, პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. მან პირველმა აღიარა ქრისტე მესიად, რის გამოც მიიღო „კლდის“ ზედწოდება; ამ კლდეზე უფალმა თავისი ეკლესიის აშენება ინება, რომელსაც ვერას დააკლებდნენ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი".

წმიდა პავლეს თავდაპირველი სახელი იყო სავლე. უფალმა, ხედავდა რა მასში „რჩეულ ჭურჭელს“, უხმო მას სამოციქულო საქმიანობისათვის. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს სჯულს ქადაგებდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო წირვას აღავლენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system