თავში

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფომანსი გაიმართა

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფომანსი გაიმართა
ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფომანსი გაიმართა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო. პოლიტიკოსმა ამ ფორმით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ უვადო მოსამართლეების დამტკიცება გააპროტესტა.

"ის, რაც ხდება სასამართლოში არის სირცხვილი. მოვუწოდებ ყველა ღირსეულ მოსამართლეს გამოხატონ პროტესტი, არ იმუშაონ ღირსებააყრილ და გაუპატიურებულ სასამართლოში", - განაცხადა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატები 12 დეკემბერს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system