თავში

მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

​მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მართლწესრიგის ოფიცრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის. საგანმანათლებლო დაწესებულების აღსაზრდელებსა და ადმინისტრაციას ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ ესაუბრნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრები ძველი თბილისის რაიონის N84 და N150 სკოლებში გაიმართა. ვაკე-საბურთალოს რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა კი N61 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები საბავშვო თეატრ "მეორე სახლში" წაიყვანეს, სადაც მათთან ერთად დაესწრნენ სპექტაკლს - "პატარა ანას თავგადასავალი". საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, რომელიც ოფიცრებთან ერთად მომავლის ტექნოლოგიების ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

ღონისძიებებს ორგანიზება თავად მართლწესრიგის ოფიცრებმა გაუწიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system