თავში

მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს - VIDEO

მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს - VIDEO

მართლწესრიგის ოფიცრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. „მართლწესრიგის ოფიცრის თასი“ „საქართველოს სტრატეგიის და განვიტარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, ტურნირის მიზანი მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

„მართლწესრიგის ოფიცერთა ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მოდელს წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system