თავში

"მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მკურნალობა მჭირდება" - მეუფე ნიკოლოზი

"მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მკურნალობა მჭირდება" - მეუფე ნიკოლოზი
მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც მკურნალობა მჭირდება - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არა მხოლოდ მისი ავტომობილი დაძველდა, არამედ თავადაც მკურნალობა სჭირდება.

„არ გრცხვენიათ, მართლა მაინტერესებს. რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი. ძალიან დიდი სირცხვილია ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპარაკი. მე არასდროს დამიწყია ეს ლაპარაკი. მანქანაზე რომ მოგიყვებით, მერე კიდევ რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან?“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა გაცვეთილია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას ახალ ავტომობილს გადასცემს ვინმე, უარს არ იტყვის. 

,,თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს ამაზეც, მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა მაქვს. 2006 წლის მანქანაა ჩემი და გაცვეთილია, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე ვცხოვრობ და ისეთი დატვირთვა აქვს ამ მანქანას, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან თბილისში, იმ დანგრეულ გზებზე, უკვე რამდენიმე წელია, იმიტომ რომ პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system