თავში

,,მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი ქურთუკი" - ინგა გრიგოლია ნიკა მელიას

,,მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი ქურთუკი" - ინგა გრიგოლია ნიკა მელიას
,,მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი ქურთუკი - ინგა გრიგოლია ნიკა მელიას

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ქურთუკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში იუმორით ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს.

,,მთელი დღეა მეცინება შენი ქურთუკის ისტორიაზე, იმიტომ რომ მარტო შენ კი არ გაქვს ეგეთი. აგერ ა, ძმაო, მეც კი მაქვს და არ დამიწყოთ ახლა სიდან გაქვს ეგ ქურთუკი, სიდანო. ერთად დავდგეთ სადმე და გადავიღოთ სურათი. მანამდე კი იყოს ეს ფოტოები.ქურთუკი - როგორც კომპრომატი", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, სოციალურ ქსელში, ნიკა მელიას ქურთუკი განხილვის თემა გახდა. როგორც ზოგიერთი მედია წერდა, ნიკა მელია აქციაზე „ბარბერის“ ძვირადღირებული ქურთუკით გამოჩნდა, რომლის ფასიც ბრიტანული ბრენდის ოფიციალურ საიტზე 1350 ევროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system