თავში

მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს - გამყრელიძე

მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს - გამყრელიძე
მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს - გამყრელიძე

მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მეტი იარონ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ. 

"ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე, არის მომატებული რისკი. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?" - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system