თავში

მეუფე იაკობი ეპარქიის მმართველად რჩება

მმართველად რჩება
მეუფე იაკობი ეპარქიის მმართველად რჩება

სინოდმა ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ეპარქიის მმართველად დატოვა. 

მეუფე აბრაამის ინფორმაციით, იაკობმა შენდობა ითხოვა და სინოდისგან გაფრთხილება მიიღო.

სხდომის დაწყებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ მეუფე იაკობს ეპარქიის მმართველობიდან გადააყენებდნენ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა 28 ოქტომბერს დატოვა. 

ცნობისთვის, მეუფე იაკობის გადადგომას წინ მისი სკანდალური განცხადებები უძღოდა.

სასულიერო პირის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system