თავში

მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

მარტვილის ბაღში მოწამლული ყველა ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც report.ge-ს მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ირმა გაბისონიამ უთხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მარტვილის მეორე ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები საუზმის შემდეგ დაეწყოთ. როგორც report.ge-ს ირმა გაბისონიამ უთხრა, აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია სასმელი წყლით ან საკვებით მიიღეს.

,,ანალიზი რაც გაკეთდა, აჩვენებს, რომ ეს არის საკვებით ან წყლით ინტოქსიკაცია. გამოვიძახეთ ყველა შესაბამისი სამსახური, ჩატარდება კვლევა და დადგინდება, რით მოიწამლნენ ბავშვები. ჩატარდება კვლევა იმ საკვებზეც რაც მიირთვეს ბავშვებმა საუზმეზე, სადილის მირთმევა ყველამ ვერ მოასწრო, რადგან ბავშვების ნაწილი მანამდე გახდა ცუდად", - განაცხადა ირმა გაბისონიამ.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა სურსათის უვნებლობის სააგენტომაც. უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აღებულია და რით მოიწამლნენ ბავშვები კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

გუშინ, მარტვილის მეორე ბაღიდან საავადმყოფოში თავდაპირველად 15 ბავშვი გადაიყვანეს, შემდეგ კი მათი რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system