თავში

მარტვილის ცხელების ცენტრში ექიმი შეიყვანეს

მარტვილის ცხელების ცენტრში ექიმი შეიყვანეს
მარტვილის ცხელების ცენტრში ექიმი შეიყვანეს

მარტვილის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ანალიზი ექიმ ანესთეზიოლოგს აუღეს.  

მარტვილის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცხელების ცენტრს ექიმმა ანესთეზიოლოგმა დღეს მიმართა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

როგორც როზა ჯანაშია ამბობს, პაციენტს Covid 19-ისთვის დამახასიათებლი სხვა სიმპტომი არ აქვს და არც საეჭვო კონტაქტზე მიანიშნებს.

მისივე თქმით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა, პროკოტოლის გათვალისწინებით, უკვე აღებულია და ის ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system