თავში

მართვის მოწმობის აღება მოპედის მძღოლებსაც მოუწევთ

მართვის მოწმობის აღება მოპედის მძღოლებსაც მოუწევთ
მართვის მოწმობის აღება მოპედის მძღოლებსაც მოუწევთ

მალე მოპედების დარეგისტრირება დაიწყება და მართვის მოწმობები მათაც ასაღები ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეოკამერებით მოპედები ვერ კონტროლდება და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები. 

მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system