თავში

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის წესები რთულდება 

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის წესები რთულდება 
მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის წესები რთულდება 

მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის წესი იცვლება. შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკვე მზად აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ გამოცდას დაემატება რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებაც.

მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ცვლილებების დაანონსების პარალელურად, მნიშვნელოვნად მოიმატა მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვმა.

ამის გამო ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა-20%-ით.

სააგენტოს განმარტებით, დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებენ იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system