თავში

მაშფოთებს მედიაზე თავდასხმა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

მაშფოთებს მედიაზე თავდასხმა - ​თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ
მაშფოთებს მედიაზე თავდასხმა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი ი Facebook-ზე წერს, რომ მედიაზე თავდასხმა აშფოთებს, რადგან ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე მედია დგას.

"საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის "მსხვერპლი". თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ", - წერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system