
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ღვითსმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ნგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდიანრეობს.
26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
შემთხვევის ადგილზე მეოთხე დღეა აღმართულია "გლოვის კედელი", სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.
სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.