თავში

მაშველები ლენტეხში, აილამას მწვერვალზე ჩარჩენილ მამაკაცს ეხმარებიან

მაშველები ლენტეხში, აილამას მწვერვალზე ჩარჩენილ მამაკაცს ეხმარებიან
მაშველები ლენტეხში, აილამას მწვერვალზე ჩარჩენილ მამაკაცს ეხმარებიან

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ჯგუფი ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა. თუმცა, ხილვადობის გაუარესების გამო, მამაკაცის დახმარებას ვერ ახერხებენ. 

"დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system