თავში

მაშველებმა მდინარე რიონში ჩავარდნილი მეთევზე გადაარჩინეს

მაშველებმა მდინარე რიონში ჩავარდნილი მეთევზე გადაარჩინეს
მაშველებმა მდინარე რიონში ჩავარდნილი მეთევზე გადაარჩინეს

მაშველებმა, მდინარეში ჩავარდნილი მეთევზე გადაარჩინეს. ქუთაისში, ადიდებულ მდინარე რიონში სათევზაოდ შესული 68 წლის მამაკაცი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა ის მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.

"საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ, რომლებმაც მამაკაცი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system