თავში

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს
მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან report.ge-ს აცნობეს, ინფორმაცია, იმის შესახებ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა 112-ში შევიდა. 30 წლის ჩინეთის მოქალაქე ყუროს მთაზე იმყოფებოდა, ის დაშავებული იყო და დახმარებას ითხოვდა.

"ტურისტის დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, 8 მაშველის შემადგენლობით. მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან.

მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა შესაბამისი დახმარება.

ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system