თავში

მაშველებმა ტყიბულში მიწაში მოყოლილი მეორე მეშახტე იპოვეს

მაშველებმა ტყიბულში მიწაში მოყოლილი მეორე მეშახტე იპოვეს
მაშველებმა ტყიბულში მიწაში მოყოლილი მეორე მეშახტე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში მიწის მასიდან ამოყვანილი ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას უკვე გადაყვანილია, ხოლო მეორეს ადგილსამყოფელი დადგენილია და მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოექცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system