თავში

მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე წყლის კომპანია განცხადებას ავრცელებს

მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე წყლის კომპანია განცხადებას ავრცელებს
მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე წყლის კომპანია განცხადებას ავრცელებს

ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

"გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. 

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. 

სათავე ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე. 

აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან.
გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა"-
აღნიშნულია განცხადებაში 

ცნობისთვის, გორის მე-7 საჯაროს სკოლაში 230 მოსწავლე და სამი პედაგოგო მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით მოწამვლის მიზეზი წყლით ინტოსიკაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system