თავში

მასწავლებლების რამდენი პროცენტია აცრილი საქართველოში

მასწავლებლების რამდენი პროცენტია აცრილი საქართველოში
მასწავლებლების რამდენი პროცენტია აცრილი საქართველოში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს. ამავე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი.

სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით, ინტენსიურად უტარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system