თავში

მასწავლებლებს საშუალება ექნებათ სკოლებში რამდენიმე საგანი ასწავლონ 

მასწავლებლებს საშუალება ექნებათ სკოლებში რამდენიმე საგანი ასწავლონ 
მასწავლებლებს საშუალება ექნებათ სკოლებში რამდენიმე საგანი ასწავლონ 

განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველობისა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ახალ პროგრამას იწყებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამა მცირეკონტინგენტიანი სკოლებს საშუალებას მისცემს, ერთმა პედაგოგმა რამდენიმე საგანი ასწავლოს, რაც თავის მხრივ, ასეთი პედაგოგების ანაზღაურებასაც გაზრდის.

„ამ პროგრამით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მოვამზადოთ ახალი ტიპის მასწავლებელი. საქართველოში საჯარო სკოლების ნახევარზე მეტი არის 100 ბავშვზე ნაკლები კონტინგენტით, ანუ იქ არის საათების ძალიან ცოტა რაოდენობა. იმისათვის, რომ მასწავლებელს გაეზარდოს ხელფასი, უნდა მოვამზადოთ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი რომ ერთ მასწავლებელს შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება“, – აცხადებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე.

მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან შეეძლებათ( tpdc.ge). უშუალოდ ტრეინინგები კი ნოემბრის თვიდან დაიწყება. საგანში ორთვიანი მომზადების შემდეგ აპლიკანტები დიდაქტიკის კურსსაც გაივლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system