თავში

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მარნეულელ პედაგოგს გადაეცა - PHOTO

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მარნეულელ პედაგოგს გადაეცა - PHOTO
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მარნეულელ პედაგოგს გადაეცა - PHOTO

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა, რომელსაც ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი გადაეცა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სამინისტრო მეტად იზრუნებს პედაგოგებზე.

„1 იანვრიდან ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ევროპულ სივრცეში უკვე გაწევრიანდა 5 ქართული უნივერსიტეტი, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რაც ასევე დიდი მიღწევაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია”, - თქვა მინისტრმა

ღონისძიებას განათლების, მეცნერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშიც ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ, განათლების სისტემაში არა მარტო 5 ან 10 საუკეთესო არამედ, ათასობით საუკეთესო პედაგოგი გვყავს. დღეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ კომპოზიტორი გია ყანჩელი გაიხსენა და მისი ღვაწლი აღნიშნა. მარიამ ჯაშმა პედაგოგებს მოუწოდა, რომ მათ, მოსწავლეებს მოასმენინონ უდიდესი შემოქმედის ჩანაწერები, როგორც განათლების ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების კუთხით.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize" ნაწილია, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით, უკვე მესამედ ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system