თავში

მატარებელი ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა

მატარებელი ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა

ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი, სადგურ აჯამეთთან ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს. 

მათი ცნობით, ამ დროისათვის რეისი შეფერხებულია და მიმდინარეობს შემთხვევის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა. 

"ზუგდიდი-თბილისის რეისზე მომავალი მატარებელი, სადგურ აჯამეთთან მოქალაქეს დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება მომხდარის მიზეზები. რეისი ამ დროისათვის შეფერხებულია.  შემთხვევის შედეგად მოქალაქე გარდაიცვალა", - განუცხადეს Report.ge-ს საქართველოს რკინიგზაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system