თავში

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა
აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა. 

არხმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,ინფიცირებული ბათუმის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობს, თანამშრომლებს კი ტესტირება ჩაუტარდათ. პირველი ტესტის პასუხები ყველა თანამშრომელთან უარყოფითია. ორი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევდნენ. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანია გადაყვანილი. რამდენიმე თანამშრომელი კი იზოლაციაში იმყოფება. ტელევიზიისა და რადიოს შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა", - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო. ეთერში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system