თავში

მდ. წყალწითელას ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

მდ. წყალწითელას ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
მდ. წყალწითელას ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

მდ. წყალწითელას ხიდზე 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ223-კმ224 მონაკვეთზე მდებარე მდ. წყალწითელას ხიდიდან რკინიგზის ხიდის მიმართულებით, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო,  27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,'-აღნიშნულია განცხადებაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system