თავში

მდგომარეობა ძალიან სერიოზულია - ცერცვაძე

მდგომარეობა ძალიან სერიოზულია - ცერცვაძე
მდგომარეობა ძალიან სერიოზულია - ცერცვაძე

პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ინფიცირების მაჩვენებლი კატასტროფული არ არის, თუმცა მესამე ტალღა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სახეზეა. თენგიზ ცერცვაძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ახლა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში არის სერიოზული მესამე ტალღა, რომელსაც საქართველოც ვერ ასცდა. საქართველომ უფრო დიდხანს შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა, თუმცა ბოლო თვის მანძილზე შეინიშნება შემთხვევათა საგრძნობლად მატება, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე. კლინიკური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა მესამე ტალღას. პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად. მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, დღეს მაგალითად 16 ათასზე მეტი აქტიური პაციენტია. ამის მიუხედავად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, ან ონლაინ კლინიკების მომსახურებაში, ან სასწრაფო დახმარების სისტემაში. მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს და პროცესები გახდეს უმართავი, ისე როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system