თავში

"მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან" - ფხაკაძე

"მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან" - ფხაკაძე
მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მეგონა 3-4 თვის უკან - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველო მობილიზებული უნდა იყოს აგვისტო-სექტემბრის ეპიდ-აფეთქებისთვის.

"რუსეთში ისევე როგორც ბრიტანეთში 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის "დელტა" (ინდური) ვარიანტით ინფიცირებული.

✅რუსეთში არის საკმაოდ სწრაფი ზრდა კოვიდინფიცირებულების.

✅სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.

დასკვნა:

✅რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო "დასავლეთში" შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.

✅არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა "დელტა" (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ

✅დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).


დასკვნა საქართველოსთვის:

✅ყველა რუსული არხები (ყველა!!!, ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნას შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.

✅რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნას აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რავი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).

✅მასიური, კომპანია უნდა იქნას ჩართული ყველა მედიაში.

✅ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები (ფაიზერი/მოდერნა ჯერ ჯერობით).

✅მდგომარეობა უფრო რთულია ვინდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან

✅ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system