
რუსთავში, მდინარე მტკვარში გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რესტორან "მონოპოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოაჯირიდან გადავარდა.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.