
ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში ადამიანის ცხედარი იპოვეს.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც, მოულოდნელად მდინარეში გადავარდა.
გარდაცვლილი 70 წლამდეა.