თავში

მძიმე პაციენტებისა და ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

მძიმე პაციენტებისა და ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა ზარდა
მძიმე პაციენტებისა და ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 10 387 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 3 174 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 563 პაციენტში.

89 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system